საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი აბუსერიძემ და ლევან დავითაშვილმა ხანდაზმულ, მარტოხელა პირებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სურსათი და მედიკამენტები გადასცეს

მაჟორიტარი დეპუტატები 23 მარტი 2020
ირაკლი აბუსერიძემ და ლევან დავითაშვილმა ხანდაზმულ, მარტოხელა პირებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სურსათი და მედიკამენტები გადასცეს

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძემ, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან ერთად, მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ ხანდაზმულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სასურსათო ნობათი და მედიკამენტები გადასცა.

„დღეს ჩვენი ქვეყანა დგას დიდი გამოწვევის წინაშე, მსოფლიოსთან ერთად ვებრძვით პანდემიას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენც ვიღებთ ჩვენ წილ სოციალურ პასუხისმგებლობას და ვცდილობთ, იმ პირებს, რომლებიც ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფში ხვდებიან, ადგილზე მივაწოდოთ საარსებოდ აუცილებელი პროდუქტი.

დღეს მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ ხანდაზმულ, მარტოხელა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვესტუმრეთ, გადავეცით სურსათი, პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები“, - აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.