საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი აბუსერიძემ ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა

11 ივნისი 2020
ირაკლი აბუსერიძემ ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძემ, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამასთანავე, დეპუტატი შეხვდა რაიონის მოსახლეობას და არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

აბუსერიძის განცხადებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ზ. პატარიძის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„ჩვენი მაჟორიტარული ოლქისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება წარმოადგენს. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს მთელი რაიონის მასშტაბით. ამჟამად მიმდინარეობს ვაზისუბნის მე-3 მ/რ-ის მე-2 კვარტლის მე-15, მე-16 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის გზის განახლება-აღდგენითი სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია როგორც ახალი ასფალტის საფარის დაგება, ისე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და რეაბილიტაცია“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.