
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ისნის მე-8 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი აბუსერიძემ და საკრებულოს წევრმა ლევან დავითაშვილმა, სამაჟორიტარო ბიუროში მოსახლეობასთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს და მათ პრობლემებს გაეცნენ.
„დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობამ ისაუბრა როგორც საერთო, ისე, ინდივიდუალურ პრობლემებზე. ამავდროულად, მოქალაქეებისგან მოვისმინეთ რაიონში არსებული ვითარებისა და დღის წესრიგში მდგარი გამოწვევების შეფასება. ძირითადად, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დასაქმება, კეთილმოწყობა და მწვანე სივრცეების შექმნა.
მოქალაქეებთან პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაცია გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ განვსაზღვროთ პრიორიტეტები და თითოეული პროექტი თუ განვითარების გეგმა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმოთ და განვახორციელოთ,“ - აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.