საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი ბერაია ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 10 თებერვალი 2021
ირაკლი ბერაია ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოსა და ესტონეთს შორის პარტნიორობის საკითხები და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიასა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რიინა კალიურანდს შორის გამართულ შეხვედრაზე.

მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რუსეთის უკანონო ქმედებებზე, საქართველოს ეროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე, ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, მათ შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე.

ესტონეთის ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და კომიტეტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ირაკლი ბერაიამ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ესტონელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და ელჩს კომიტეტის პრიორიტეტები გააცნო.