პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და მათი გაღრმავების შესაძლებლობებზე.
ირაკლი ბერაიას თქმით, „იაპონია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა სფეროში პროექტების ფინანსურ მხარდაჭერაში".
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია იაპონიასთან არსებული თანამშრომლობის მექანიზმების გაფართოება და გაღრმავება.