საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი ბერაიამ ლიეტუველ კოლეგასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 12 თებერვალი 2021
ირაკლი ბერაიამ ლიეტუველ კოლეგასთან ონლაინ შეხვედრა გამართა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ლიეტუვას სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ლაურინას კასიუნასს ესაუბრა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, შავ ზღვაზე და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი.

სეიმის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრების მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.

ირაკლი ბერაიამ ხაზი გაუსვა რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პოლიტიკური გადაწყვეტილების დაჩქარების მნიშვნელობას. მან ლიეტუველი კოლეგა საქართველოში მოიწვია.