ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მუშაობას განაგრძობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრაციის კომიტეტმა, თემაზე „მიგრაცია და ორგანიზებული დანაშაული“, მთავარ მომხსენებლად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი აირჩია.
მისი მოხსენების განხილვის თემა იქნება „ევროპაში უკანონო მიგრაციის ნაკადები და მათი კავშირი ორგანიზებულ დანაშაულთან, ასევე, საერთაშორისო მექანიზმების ეფექტიანობის დადგენა ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩიქოვანი ევროპის საბჭოს საგაზაფხულო სესიაზე არჩეულ იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრაციის კომიტეტის ინტეგრაციის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას საქართველოდან თედო ჯაფარიძე, თინათინ ხიდაშელი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ლევან ბერძენიშვილი, დავით ბაქრაძე და ჩიორა თაქთაქიშვილი ესწრებიან.