საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი კოვზანაძე: დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება

მედია და საზოგადოება 13 მაისი 2021
ირაკლი კოვზანაძე: დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება

„დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც ეკონომიკისთვის ასევე მოსახლეობის სოციალური დაცვის კუთხით,“ - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელთან გიორგი დანელიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საპენსიო უზრუნველყოფის სქემა შეგვიძლია სამი მიმართულებით დავყოთ: დაგროვებითი პენსია, კერძო საპენსიო ფონდები და საყოველთაო პენსია.

„ამ ჩამონათვალიდან დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. ამ ეტაპზე საპენსიო აქტივების ღირებულებაა 1 მლრდ 420 მლნ ლარი, მათ შორის დარიცხული სარგებელი 148.8 მლნ, ხოლო რეგისტრირებულია 1 მლნ 145 808 მონაწილე,“ - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

გიორგი დანელიამ ირაკლი კოვზანაძეს სააგენტოს საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.