საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი კოვზანაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს სელიმ ჩაქირს შეხვდა

მედია და საზოგადოება 19 თებერვალი 2021
ირაკლი კოვზანაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს სელიმ ჩაქირს შეხვდა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს სელიმ ჩაქირს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს: ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, საბიუჯეტო საკითხები და ასევე სავალუტო ფონდის „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ მიმდინარეობა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს სელიმ ჩაქირს მადლობა გადაუხადა იმ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რომელიც სავალუტო ფონდმა საქართველოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაუწია.