საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი კოვზანაძემ სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 11 მარტი 2021
ირაკლი კოვზანაძემ სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

„თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი, განათლება ყველაზე დიდი კაპიტალია და გისურვებთ ცოდნის სახით მიღებული კაპიტალი სწორად გამოიყენოთ. ახალგაზრდების დაინტერესება და თქვენი ჩართულობა ეკონომიკური საკითხების მიმართ მნიშვნელოვანია“, - მიმართა ირაკლი კოვზანაძემ სტუდენტებს და მათ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და ეკონომიკური გამოწვევების შესახებ ესაუბრა. კერძოდ, საუბარი შეეხო ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ეკონომიკურ ზრდას, კორონაეკონომიკას და პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, ასევე საქართველოს სუვერენულ რეიტინგებს და სხვა საკითხებს.

შეხვედრის ფორმატის ფარგლებში გაიმართა დისკუსია. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.