საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში დეპუტატმა შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ნატოში გერმანიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელთან კარლ ლამერსთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხირივი ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები.