საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის კომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის მნიშვნელოვან, აქტუალურ საკითხებს და სამომავლო ურთიერთობების გეგმებს.
განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის გავლით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაღრმავებაზე გაკეთდა.