„IDFI-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას და ამჯერად ის პირველ ადგილს იკავებს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების კუთხით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ როგორც წინა ასევე, ამ მოწვევის პარლამენტში, ძალიან დიდი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ ამ შედეგისთვის მიეღწია.
„ჩვენ გვახსოვს საქართველოს პარლამენტის მიღწევები საერთაშორისო დონეზე, როდესაც 2015 წელს აღიარეს, როგორც ყველაზე ღია პარლამენტი მსოფლიოში. ძალიან დიდი სამუშაო გასწია საბჭომ როგორც წინა, ასევე ამ მოწვევის პარლამენტში, რომ ამ შედეგისთვის მიგვეღწია. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ შევინარჩუნებთ, არამედ კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ჩვენს მიღწევებს ყველა კომპონენტის გათვალისწინებით“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.