საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

კახაბერ ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებს ქართული დელეგაცია დააკვირდება

საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფები 09 ივნისი 2019

პარლამენტის წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, ყაზახეთში საქართველოდან სადამკვირვებლო დელეგაცია გაემგზავრა.

საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, კახაბერ ოქრიაშვილის გარდა, ყაზახეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს ამავე ჯგუფის წევრები, სიმონ ნოზაძე და რამაზ ნიკოლაიშვილიც დააკვირდებიან. 

ყაზახეთში რიგგარე საპრეზიდენტო არჩევნები 9 ივნისს, ადგილობრივი დროით 07:00-დან 22:00 საათამდე გაიმართება. ქართული სადამკვირვებლო ჯგუფის გარდა, საპრეზიდენტო არჩევნებს დსთ-ს წევრი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.