საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე სამაჟორიტარო ბიუროში მოსახლეობას შეხვდა

მაჟორიტარი დეპუტატები 11 მარტი 2020
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე სამაჟორიტარო ბიუროში მოსახლეობას შეხვდა

დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ მოქალაქეთა მიღება საკრებულოს წევრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად გამართა. მოსახლეობამ დეპუტატს მათ წინაშე არსებული პრობლემები გააცნო, რომელიც, ძირითადად, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს ეხება. დასახელებულ თემებს შორის ასევე იყო დასაქმების, სოციალური შემწეობისა და რეკრეაციული ზონების მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები. 

„მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაცია, არსებული პრობლემების გაცნობა და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივი მუშაობა, ჩვენი ვალდებულებაა. დღეს შევხვდით მოქალაქეებს, ერთად განვიხილეთ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მოვისმინეთ მათი საჭიროებები და ვიმსჯელეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე“, - აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.