ავჭალა-გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა კობალაძემ, ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, ძველით ახალი წელი მიულოცა სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს.
„ძველით ახალი წელი მივულოცეთ ჩვენს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს. თანამშრომლობისა და პატარების სიხარულისთვის მადლობა მინდა გადავუხადო მაღაზია „ჭიტას“ და საქველმოქმედო ფონდ „ავჭალის ქომაგს“.
ასევე, სრულიად საქართველოს ვულოცავ ძველით ახალი წელს, ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მშვიდობას, ბედნიერებას, ხვავსა და ბარაქას!“