საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მაია ბითაძე ლუიზა ვინტონს შეხვდა

მედია და საზოგადოება 03 Feb 2021
მაია ბითაძე ლუიზა ვინტონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ლუიზა ვინტონს შეხვდა.

მხარეებმა კომიტეტის სამომავლო გეგმებისა და მიმდინარე პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს. განიხილეს მწვანე ეკონომიკური ზრდისა და ურბანული გარემოს დაცვითი საკითხების გააქტიურების აუცილებლობა პარლამენტის სამომავლო ოთხწლიანი მუშაობის თვალსაზრისით.

„განვსაზღვრეთ ის მიმართულებები, რაშიც გაეროს  განვითარების პროგრამას   შეეძლება კომიტეტის მხარდაჭერა აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. კომიტეტი იქცეს პლატფორმად მეტი კოორდინაციისთვის, იმისთვის, რომ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რასაც ჩვენი დონორი ორგანიზაციები საქართველოში ახორციელებენ“, - განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.