საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მარიამ ჯაში და შოთა ხაბარელი სოფელ წინაუბნის ბაგა-ბაღის გახსნას დაესწრნენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 05 Oct 2017
მარიამ ჯაში და შოთა ხაბარელი სოფელ წინაუბნის  ბაგა-ბაღის გახსნას დაესწრნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი, სამგორის რაიონის სოფელ წინუბანში ახალი საჯარო ბაგა-ბაღის გახსნას ესწრებოდნენ. 

მარიამ ჯაშის ინფორმაციით, წელს ამ ბაგა-ბაღში 150 ბავშვმა განაახლა სასწავლო წელი. „ეს არის თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ბაგა-ბაღი, რომელშიც გათვალისწინებულია, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე პროგრამული პარამეტრები. მასში ფუნქციონირებს სპეცპედაგოგის კაბინეტი. მინდა მივულოცო წინუბნელებს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. ეს არის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განახლების პროცესის კიდევ ერთი მორიგი წარმატება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში 25 საბავშვო ბაღს ჩაეყარა საფუძველი, ხოლო მომდევნო 4 წელიწადში მინიმუმ 30-ის აშენება იგეგმება. „მიმაჩნია, რომ თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს როგორც ხელმისავწდომი, ასევე, ხარისხიანი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესაძლებლობა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.