საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მარიამ ჯაში და სიმონ ნოზაძე ხაშურში საჯარო სკოლის ახლად რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსის გახსნის ცერემონიაზე

მაჟორიტარი დეპუტატები 29 ნოემბერი 2017
 მარიამ ჯაში და სიმონ ნოზაძე ხაშურში საჯარო სკოლის ახლად რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსის გახსნის ცერემონიაზე

განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თვმჯდომარე მარიამ ჯაში და კომიტეტის წევრი სიმონ ნოზაძე ქალაქ ხაშურის პირველი საჯარო სკოლის ახლად რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსის გაიხსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ხაშურის პირველ სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს და იგი ამ მხრივ მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია. გასულ წელს სკოლას 100 წელი შეუსრულდა.

"სასწავლო გარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ბავშვების აკადემიური მოსწრებისათვის და, ბუნებრივია, რეფორმების პროცესში ინფრასტრუქტურის შემდგომ გაუმჯობესებას დაეთმობა მნიშვნელოვანი ყურადღება", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.