საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში იტალიის ელჩს შეხვდა

დამოუკიდებელი დეპუტატები 05 ნოემბერი 2020
ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში იტალიის ელჩს შეხვდა

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დღეს საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა.

ფრაქციის თავმჯდომარემ ელჩს დეტალურად გააცანო მის ხელთ არსებული ინფორმაცია, არჩევნების დღესთან და შემდეგ უკვე ხმების დათვლასთან დაკავშირებით. ასევე გამოხატა წუხილი მიმდინარე პროცესების თაობაზე.

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავუფიქსირე იტალიის ელჩს, რომ ჩვენი პარტია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მაგრამ არჩევნების შედეგების არაღიარებასთან ერთად ჩვენ არ ვუერთდებით საპროტესტო აქციას და ვიჩევთ დიპლომატიურ კორპუსთან დიალოგის და მედიასთან ურთიერთიობის გზას.

მე ვთხოვე ბატონ ელჩს, რომ დიპლომეტიურმა კორპუსმა კვლავაც აქტიური როლის შესრულება შეძლოს აღნიშნული კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი გამოცდილება 8 მარტის ხელშეკრულებისა, როდესაც დიპლომატიურმა კორპუსმა შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც ფასილიტატორმა და ვფიქრობ, რომ დღესაც საქართველოს წინაშე დგას ის პრობლემა, რომელიც დიპლომატიური კორპუსის აქტიური ჩართულობით შეიძლება გადაწყდეს. მიმაჩნია, რომ ქუჩიდან პროცესი უნდა გადმოვიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, იტალიის ელჩმა დაადასტურა, რომ ის ხაზზეა ყველა ძირითად პლიტიკურ მოთამაშესთან და ასევე, სრულიად დიპლომატიური კორპუსი აქტიურად აქკვირდება როგორც არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, ასევე ყოველდღიურ ვითარებას ქვეყანაში, რის შესახებაც ისინი თავის დასკვნებს გააკეთებენ.

მარიამ ჯაშმა ასევე განაცხადა, რომ ის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დღესვე გეგმავს ვიდეო შეხვედრის გამართვას ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან.