საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი ბერაია საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ელჩებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია 31 Oct 2019
ირაკლი ბერაია საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ელჩებს შეხვდა

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა.

დიპლომატებთან შეხვედრისას მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება განიხილეს და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის უკანონო ქმედებებზე ისაუბრეს.

ელჩებმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

ირაკლი ბერაიას თქმით, პარტნიორი ქვეყნების დღის წესრიგში აუცილებელია გაგრძელდეს დეოკუპაციის საკითხისთვის მაღალ დონეზე ადგილის დათმობა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდეს.