საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირინა ფრუიძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის დელეგაციას შეხვდა

მედია და საზოგადოება 21 იანვარი 2020
ირინა ფრუიძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ირინა ფრუიძემ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის (HDP) დელეგაციასთან შეხვედრა გამართა, რომელზეც პარლამენტის ეთიკის საბჭოს საქმიანობის მიმართულებები და ეთიკის კოდექსის საკითხები განიხილეს. სტუმრები დაინტერესდნენ თუ რა ეტაპზეა ეთიკის კოდექსის განხორციელება საქართველოს პარლამენტში და თუ რა ტექნიკური დახმარება შეიძლება გაეწიოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს, რათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები სრულყოფილად ამოქმედდეს.

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, რომელიც საქართველოში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მოწვევით და ორგანიზებით იმყოფება, ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრებს გამართავს.