საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

დამოუკიდებელი დეპუტატები 12 მარტი 2020
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე, მარიამ ჯაში და ფრაქციის წევრი, ლევან კობერიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობა და მისი იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელთან შეხვედრის მთავარ თემას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ის შეთანხმება წარმოადგენდა, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპლომატიური კორპუსის უდიდესი მხარდაჭერით, შედგა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა არა მხოლოდ ამ შეთანხმების მნიშვნელობას, არამედ მისი ბოლომდე იმპლემენტაციის, შესრულების აუცილებლობას. ევროპის საბჭო ინტენსიურად დააკვირდება შეთანხმების შესრულების პროგრესს და ასევე იმედს გამოთქვამს, რომ წინასაარჩევნო პროცესები მშვიდ და ნორმალიზებულ გარემოში წარიმართება. ჩვენ ვთვლით, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის იქნება ტესტი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ფრაქციის თავმჯდომარის ინფორმაციით, მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე ფრაქციამ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე საკითხებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ფრაქცია მზაობას გამოთქვამს, რომ როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მაქსიმალურად მოხდეს მიმდინარე პროცესების გაანალიზება.