საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები იგორ დოლჰოვს შეხვდნენ

დამოუკიდებელი დეპუტატები 18 ივნისი 2020
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები იგორ დოლჰოვს შეხვდნენ

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე, მარიამ ჯაში და ფრაქციის წევრები ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილისაქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლჰოვს შეხვდნენ.

უკრაინელი დიპლომატის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობა და ფრაქციის წევრების მიერ ახლად დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის სამომავლო გეგმები განიხილეს. 

„შეხვედრის ძირითად თემას, ჩვენი ახლად შექმნილი პარტიის „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ხედვების და გეგმების გაცნობა წარმოადგენდა. ჩვენთვის უაღრესად მშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნის ელჩი გამოთქვამს ინტერესს, რომ უფრო მეტი შეიტყოს ჩვენი გეგმების შესახებ. შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებსაც შევეხეთ და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე, შეხვედრის მონაწილეებმა, დიპლომატს ჩვენი მზაობა დავუდასტურეთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მარიამ ჯაშმა.