საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

სოფო კილაძე და კახაბერ კუჭავა ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 03 ოქტომბერი 2019
სოფო კილაძე და კახაბერ კუჭავა ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობას. განიხილეს, ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა და დადებითი ტენდენციები.