ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე და ფრაქციის წევრი გიორგი ბოკერია შეხვდნენ საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს.
შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეეხო.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის კომიტეტი ფოკუსირებული იყოს იმ მწვავე პრობლემებზე და ტენდენციებზე, რაც საქართველოში არსებობს ზოგადად და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. მსგავსი შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებულობა საჭიროა იმისათვის, რომ შევამციროთ რისკები იმ ხელისუფლებისგან, რომელიც მისი პოლიტიკური განწირულობის გამო შეიძლება კიდევ უფრო რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეს, რაც სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის, მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“, - განაცხადა გიორგი ბოკერიამ შეხვედრის შემდეგ.