საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მიხეილ ყაველაშვილი: „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოებაში სპორტის და ახალგაზრდობის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდოს“

მედია და საზოგადოება 12 Feb 2021
მიხეილ ყაველაშვილი: „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოებაში სპორტის და ახალგაზრდობის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდოს“
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა  ონლაინ ფორმატში, სპორტული ფედერაციების, სპორტის და ახალგაზრდობის ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის მთავარი პრიორიტეტები გააცნო.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, 34 აქტივობისგან მომზადებული სამოქმედო გეგმა, არსებულ გამოწვევებს და ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება. მისივე განცხადებით, კომიტეტი მზად არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების მიმდინარეობის თაობაზე დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები გამართოს და ასევე მათ მიერ გამოთქმული საინტერესო ინიციატივები სამოქმედო გეგმაში დამატებით ასახოს.

„მნიშვნელოვანია, რომ პროცესი სპორტულ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამონაწილეობით წარიმართოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოებაში სპორტის და ახალგაზრდობის როლი გაიზარდოს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სპორტის, არა როგორც სპორტის ერთ-ერთი სახეობის, არამედ მისი სხვა დატვირთვითაც გამოყენება. ამ ჩართულობით ჩვენ მივაღწევთ, რომ სპორტს ჩვენ ქვეყანაში, სათანადო შეფასება მიეცეს და მისი როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან გაიზარდოს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.