კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისისა და ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი შშმ პირთა ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა შარშან, საქართველოს პარლამენტის მიერ, შშმ პირთა უფლებების შესახებ ახალი კანონის მიღებას და ამ კანონის იმპლემენტაციის პროცესის საპარლამენტო მონიტორინგის დამკვიდრებული პრაქტიკის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რაც გულისხმობს ყოველთვიურ საკომიტეტო მოსმენებს საიმპლემენტაციო ვალდებულებების შესრულების თაობაზე.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოება შშმ პირთა უფლებებისთვის საქართველოში“ ემსახურება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა, მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესება და იურიდიული სერვისების განვითარება.
პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ ორგანიზაციები „თანაბარი უფლებები ყველასთვის“ და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“.
თანაბარი უფლებები ყველასთვის“ და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“.