საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრები ანდრეას კიფერს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 22 აპრილი 2021
მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრები ანდრეას კიფერს შეხვდნენ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი კახა კუჭავა და დელეგაციის წევრები თამარ ტალიაშვილი და ლევან იოსელიანი სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო კვირის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს ანდრეას კიფერს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადების პროცესი, პოლიტიკური ვითარება, ასევე დაგეგმილი საარჩევნო რეფორმა.

ანდრეას კიფერის განცხადებით, კონგრესი მუშაობს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს კონგრესის მოსაზრების წარსადგენად.

დელეგაციის წევრებმა შესთავაზეს კონგრესის გენერალურ მდივანს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის მიზნით სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნასთან დაკავშირებით.

ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით ანდრეას კიფერმა გამოთქვა მზაობა შემოდგომაზე ევროსაბჭოს კონგრესის სადამკვირვებლო მისია მოავლინოს საქართველოში.