საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე გიორგი კანდელაკი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში იტალიის დელეგაციის წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 17 ივნისი 2011
ნატოს საპარლამენტო  ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე გიორგი კანდელაკი  ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში იტალიის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარემ, გიორგი კანდელაკმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი  ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში იტალიის დელეგაციის წევრები მიიღო.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესი, უსაფრთხოების საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები.

ნატოს საპარლამენტო  ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის, გიორგი კანდელაკის შეფასებით: "ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ იზრდება იმ პოლიტიკოსთა წრე, ვინც უშუალოდ ჩართულია  საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში. ეს კი გვაძლევს იმედს, რომ ეს პროცესი წარმატებით დაგვირგვინდება".

ვიზიტის ფარგლებში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში იტალიის დელეგაციის წევრები დღეს შეხვედრებს გამართავენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან,  დავით ბაქრაძესთან,  საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში.