მხარეებმა განიხილეს საქართველო-ესპანეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მათი გაღრმავებისა და გაძლიერების პერსპექტივები, როგორც აღმასრულებელ ასევე, საკანონმდებლო დონეზე.
შეხვედრისას, ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ რეფორმებს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ძალიან მძიმე ვითარებაზე. ისაუბრეს დეოკუპაციის საკითხებზე.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სტუმარს ესაუბრა საპარლამენტო დღის წესრიგზე, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე.
მხარეებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.