საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 24 თებერვალი 2021
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომის ფარგლებში დამტკიცდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დღის წესრიგი.

მუდმივმოქმედი დელეგაციების ხელმძღვანელებმა მოისმინეს ასამბლეის პრეზიდენტის და გენერალური მდივნის, ასევე, რეგლამენტის და სამუშაო პრაქტიკების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარის, მიგრაციის სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარის და საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლების ანგარიშები.

მუდმივმოქმედმა კომიტეტმა იმსჯელა რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე და დაგეგმა 2021 წელს განსახორციელებელი ძირითადი აქტივობები.