საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ნინო წილოსანმა და შალვა კერესელიძემ „კოკა-კოლას“ ახალი ქარხანა დაათვალიერეს

მედია და საზოგადოება 07 აპრილი 2021
ნინო წილოსანმა და შალვა კერესელიძემ „კოკა-კოლას“ ახალი ქარხანა დაათვალიერეს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და ამავე კომიტეტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ, თემურ ჭყონიას მოწვევით, ნატახტარში, სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ახალი ქარხანა დაათვალიერეს.

პარლამენტარები ადგილზე გაეცნენ საწარმოო პროცესს და იმ უახლოეს ტექნოლოგიებს, რომელმაც კიდევ უფრო წარმატებული გახადა კომპანია. დღეს „კოკა-კოლა“ თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი და მაღალი სტანდარტების საწარმოს წარმოადგენს.