ბიურომ დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა. დღის წესრიგს დაემატა დაჩქარებული წესით განხილვადი საკითხები, კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტთან ერთად. ასევე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი.
დღესვე ბიურომ საორგანიზაციო საკითხები განიხილა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა.
ბიურომ განიხილა, ასევე, „ქართული ოცნების“ მიმართვა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან დავით კაჭარავას გამოწვევის შესახებ და ხაზინადართა გადაწყვეტილება #43.