საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის ბიუროს სხდომა

მედია და საზოგადოება 13 აპრილი 2021
პარლამენტის ბიუროს სხდომა
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი უძღვებოდა, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხები დააზუსტეს.

პლენარული სხდომის დღის წესრიგს რამდენიმე საკითხი დაემატა, რომლებზეც კომიტეტებმა წინა დღეს გამართულ სხდომებზე იმსჯელეს. მათ შორისაა, კანონპროექტები და საკანონმდებლო პაკეტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და კიდევ ერთი კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ბიურომ საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მისივე თხოვნის საფუძველზე, პარლამენტი სამთავრობო საათის ფორმატში შემდეგი სასესიო კვირის პლენარულ სხდომაზე მოუსმენს.

ამის შემდეგ, ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.