პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ აღნიშნა, დღის წესრიგს სამი საკითხი დაემატა.
კახაბერ კუჭავას ინფორმაციით, დღეს მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ.
დღესვე ბიუროს სხდომაზე საორგანიზაცი საკითხები განიხილეს, რომელთა შორის რამდენიმე საკითხი ცნობად მიიღეს.
პლენარული სხდომა ხვალ 12 საათზე დაიწყება.