პარლამენტის წევრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან აქტიურ კონსულტაციებს განაგრძობენ.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ტერი დევისს შეხვდა. შეხვედრა დახურული იყო, მხარეებმა საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე და რუსეთის მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს მიმართ განხორიელებულ სამხედრო აგრესიაზე ისაუბრეს.
საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი საგანგებო ვიზიტით დღეს ჩამოვიდა.