ვეხმაურები ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას საქართველოში არსებული საბანკო სისტემის შესახებ. ბატონმა მინისტრმა განაცხადა, რომ საბანკო სისტემა უნდა იყოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და არა მისი განვითარების მუხრუჭი.
სრულად ვეთანხმები დასმულ დიაგნოზს. მეტიც, სწორედ საბანკო სისტემა, რომელიც დღეს, ძირითადად, ორი ბანკით არის წარმოდგენილი, გახლავთ ჩვენი ბიზნესის გაღარიბების და მოსახლების გაღატაკების მთავარი ფაქტორი. თავის მხრივ, სწორედ ეს ორი მოცემულობა იწვევს ქვეყნის სტაგნაციას და უკვე იქცა ჩვენი ეკონომიკის მუხრუჭად.