დღევანდელ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ომბუდსმენის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და შენიშვნები გააცნო.
კანონპროექტი, რომელიც 28 საკანონმდებლო აქტს აერთიანებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
კანონპროექტის მიხედვით, იცვლება შშმ პირთა სტატუსის მიღების პროცედურა და საფუძვლები. ასევე, იცვლება მთელი რიგი საკითხები სერვისის მიღების, ადვოკატირების, დისკრიმინაციის აღმოფხვრის და გარემოს მისაწვდომობის შესახებ.
კანონი თანაბრად გავრცელდება, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორზე.
კანონპროექტში მეორე მოსმენისთვის არაერთი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული.