სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტად აირჩიეს.
ბიუროს სხდომის ფარგლებში მიმოიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური და პოლიტიკური ვითარება.
ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მთავარმა მკვლევარმა, მაიკლ ემერსონმა მოხსენება გააკეთა ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაზე „ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შედარებითი ანალიზი - ევროპული ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“, სადაც ბალკანეთის, ასევე ევროკავშირთან ასოცირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას, ე.წ. სამეულის, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებია შედარებული.
სხდომის დასასრულს ბიურომ განიხილა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური პლენარული სესიის საორგანიზაციო საკითხები და ერთხმად გადაწყდა, რომ მომდევნო სესიის განხილვის მთავარი თემა იქნება „პოსტკოვიდური ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე პლენარული სესია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის და მაკა ბოჭორიშვილის თანათავმჯდომარეობით მიმდინარე წლის 19-20 აპრილს ვიდეოკონფერენციის ფარგლებში ჩატარდება