ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა უარს აცხადებს მონაწილეობა მიიღოს მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, რომელიც რამდენიმე დღეში თბილისში გაიხსნება.
„მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ნაციონალური მოძრაობა უარს აცხადებს ყველანაირ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე აღნიშნული ასამბლეის ფარგლებში, რადგან ასამბლეას გახსნის და სიტყვით მიმართავს ბატონი სერგეი გავრილოვი, ის გავრილოვი, რომელიც, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში და ასევე მოლდოვაში, აქტიურად იბრძვის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გასცეს შესაბამისი განკარგულება, რომ სერგეი გავრილოვს არ მიეცეს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა.