საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საპარლამენტო კონტროლის განხორციელება საქართველოში - მიღწევები და გამოწვევები

სასწავლო ცენტრი 02 აპრილი 2021
საპარლამენტო კონტროლის განხორციელება საქართველოში - მიღწევები და გამოწვევები

პარლამენტის სასწავლო ცენტრისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ორგანიზებით, პარლამენტის აპარატისა  და პარლამენტის მაჟორიტარი წევრების ბიუროების თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი-დისკუსია თემაზე: საპარლამენტო კონტროლის განხორციელება საქართველოში - მიღწევები და გამოწვევები.

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • საპარლამენტო კონტროლის მიმართულებებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში
  • ოპოზიციის როლი საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პროცესში
  • უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება
  • ინტერპელაცია და მინისტრის საათი
  • თანამდებობის პირთა მოწვევა კომიტეტის სხდომაზე
  • სადეპუტატო კითხვა და სხვა
  • საპარლამენტო კონტროლის განხორციელება პანდემიის დროს

ტრენინგს უძღვებოდნენ სასწავლო ცენტრის შიდა ტრენერი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი - მაკა წულაია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პარლამენტის მონიტორინგის პროექტის მენეჯერი, საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი იურისტი გიგი ჩიხლაძე„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პარლამენტის მონიტორინგის პროექტის მენეჯერი, საპარლამენტო მდივანი - ლიკა საჯაია და  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მთავარი იურისტი - გიგი ჩიხლაძე.

შეხვედრა გაიმართა ვებექსის (Webex) ონლაინპლატფორმის მეშვეობით.