საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 19 აპრილი 2021
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
პარლამენტის ახალშექმნილ კულტურის კომიტეტის წევრთა რაოდენობა იზრდება და 10-ის ნაცვლად იქნება 11 წევრი. ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა, სადაც განიხილეს საკითხი „პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობების კვოტების განსაზღვრის შესახებ“.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, „საქართველოს პარლამენტში არსებული 16 კომიტეტიდან 8 კომიტეტში წევრების რაოდენობა შემცირდება, მხოლოდ ახალ, კულტურის კომიტეტში 10-ის ნაცვლად ხდება 11 წევრის დამტკიცება“.

კომიტეტმა აღნიშნულ საკითხს კენჭისყრით დაუჭირა მხარი.