საქართველოს პარლამენტის კორეის რესპუბლიკის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, შოთა ხაბარელი კორეაში საქართველოს ელჩს, ოთარ ბერძენიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის კორეაში ვიზიტის შესახებ ისაუბრეს, რომელიც 10 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
„ჩვენ მრავალმხრივი თანამშრომლობა გვაკავშირებს კორეასთან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო და კორეა არაერთ ერთობლივ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, არის მდინარე ნენსკრაზე ელექტროსადგურის მშენებლობა. ჩვენ ბევრი საერთო საკითხი გვაქვს განსახილველი, სპორტულ, კულტურულ თუ სხვა სფეროში. ვიზიტამდე დარჩენილ პერიოდში ჩვენ კიდევ დავხვეწთ მომავალი შეხვედრის გეგმებს“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.