საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

შოთა ხაბარელი ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ღია გაკვეთილს დაესწრო

სპორტის კომიტეტი 07 ოქტომბერი 2019
შოთა ხაბარელი ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ღია გაკვეთილს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ორგანიზატორები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი) თბილისის N131 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას (ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ღია გაკვეთილი) დაესწრო.

დეპუტატმა ისაუბრა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აღზრდის მნიშვნელობაზე.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის თავმჯდომარე გიორგი მაღრაძე და ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი ბახტაძე.

სკოლას გადაეცა სპორტული ინვენტარი და დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.