სამგორის რაიონში ისევე, როგორც მთელი თბილისის მასშტაბით, ბევრი რამ გაკეთდა და განხორციელდა სხვადასხვა სახის, მათ შორის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, განსაკუთრებით ბოლო წლებში. სამგორის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ტყემალაძესთან და სამგორის რაიონის ახლად დანიშნულ გამგებელთან, კახა სამხარაძესთან ერთად ლილოს დასახლებაში, კერძოდ საქნავთის, სადგური ლილოს და ნახუცრიშვილის (ყოფილი რუსთაველი) ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი და დღემდე მოუგვარებელი ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს მოსახლეობას.
მოსახლეობამ მიიღო აღნიშნული პრობლემების შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოგვარების პირობა.