სამგორის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი ორხევის დასახლებაში მდებარე N156-ე საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოების დაწყების პროცესს ადგილზე გაეცნო, თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ტყემალაძესთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ირაკლი ზარქუასთან, სამგორის რაიონის გამგებელთან, კახა სამხარაძესთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ზვიად როსტომაშვილთან და ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, მეგი როსტიაშვილთან ერთად.
სკოლა მოიცავს ორ კორპუსს. ერთი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის მარტის ბოლოს დამთავრდება, ხოლო მეორე კორპუსის რეაბილიტაციის დამთავრება მომავალი წლის სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება. აღსანიშნავია, რომ სკოლას გააჩნია დღეისათვის, სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან შედარებით დარბაზის დიდი სივრცე, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია. რეაბილიტაციის შემდეგ შესაძლებელი გახდება სრულყოფილად ჩატარდეს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილები, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის გაჯანსაღებას.