სამგორის რაიონის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა, შოთა ხაბარელმა, თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ტყემალაძესთან და სამგორის რაიონის გამგებელთან, კახა სამხარაძესთან ერთად, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა ორხევის დასახლებაში, კერძოდ, ესენინისა და პეტრიწის ქუჩების კვეთაზე, გოკიელის ქუჩაზე და თეთრი ხევის დასახლებაში.
შეხვედრისას, მოსახლეობასთან ერთად, ადგილზე იქნა განხილული განხორციელებული და განსახორციელებელი/შესასრულებელი სამუშაოები. ამასთანავე, მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია მათ მიერ დასმულ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ქუჩებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმდინარეობა;
სკოლის რეაბილიტაცია;
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობის გამოსწორება/მოწესრიგება.
აღნიშნულთან ერთად, განხილულ იქნა დასახლებისათვის საჭირო სხვადასხვა საკითხები. ახლად დანიშნული გამგებლისგან, კახა სამხარაძისგან მოსახლეობამ მიიღო დაპირება შემდგომში უშუალოდ ადგილზე, საუბნო განყოფილებაში მათი მიიღების შესახებ.