სამგორის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, შოთა ხაბარელის ინიციატივით, სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის, პარტია "ქართული ოცნების სამგორის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, ლელა ტყავაძის და შოთა ხაბარელის ბიუროს ორგანიზებით, სამგორის რაიონის პარტიულ ოფისში, მოქალაქეებთან საინფორმაციო ტიპის შეხვედრა გაიმართა, აფრიკის დასახლებაში მდებარე საზოგადოებრივ კოლეჯ " სპექტრში" საშემოდგომო მიღებასთან დაკავშირებით. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დასმულ კითხვებზე კოლეჯში არსებულ პროფესიული პროგრამების შესახებ, კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ სრული ინფორმაცია მიაწოდა. (სახელმწიფო პროფესიულ პროგრამებზე სწავლას სრულად აფინანსებს).