საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

სოფო კილაძემ ნაძალადევში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

მაჟორიტარი დეპუტატები 24 აპრილი 2019
სოფო კილაძემ ნაძალადევში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მისი შუამდგომლობით განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე მოინახულა და მაცხოვრებლებსაც გაესაუბრა. დეპუტატის თქმით, ბენდელიანის ქუჩაზე არსებული დიდი ხნის პრობლემა გამაგრებითი სამუშაოებით და კედლის ჩასხმით მოგვარდა. რაც შეეხება რკინიგზის ქუჩას, ადგილობრივებს მოუწესრიგდათ საცხოვრებელი კორპუსის ეზო და შეიცვალა გზის საფარი.

სოფო კილაძე მოსახლეობასაც შეხვდა, მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა და უფლებამოსილების ფარგლებში დახმარება აღუთქვა.